მას შეუძლია პოლიტიკური საქმიანობა ადამიანურისგან გამიჯნოს - სარჯველაძე ქეთევან დუმბაძეს აქებს
"ოცნება" მწერლებისა და პუბლიცისტების ნაწილის "მწერალთა სახლის" ახლადდანიშნული ხელმძღვანელის, ქეთევან დუმბაძისადმი მიძღვნილ საქებარ და მისალოც წერილს მიესალმება.
მიხეილ სარჯველაძე დუმბაძეს აქებს და ამბობს, რომ მას სხვა კულტურის სფეროს წარმომადგენლებისგან განსხვავებით შეუძლია პოლიტიკური საქმიანობა ადამიანურისგან გამიჯნოს.
მივესალმები ასეთ განცხადებასაც, მივესალმები ქეთევან დუმბაძის თანამდებობაზე დანიშვნასაც. მგონაი, რომ ქეთევან დუმბაძე არის ის პიროვნება, რომელსაც ყველაზე კარგად შეუძლია ზეპარტიული იყოს ამ შემთხვევაში საკუთარ შეხედულებებსა თუ დამოკიდებულებში, ადამიანურ ურთიერთობებში და არ ეშლებოდეს, გამიჯნოს ერთმანეთისგან პოლიტიკური საქმიანობა ადამიანურისგან, განსხვავებით სხვა კულტურის ბევრი წარმომადგენლისგან, რომლებსაც სამწუხაროდ, ეს კატეგორიები აღრეული აქვს". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.