შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ შოვის ტრაგედიაზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დაუჭერენ.
კობახიძე ამის მიზეზად სტანდარტული გამოძიების წარმოებას ასახელებს.
კობახიძე ამბობს, რომ ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება, თუ კიდევ დარჩება კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნა საგამოძიებო კომისია.
ამასთან, კობახიძის მტკიცებით, სრულად იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, რაზეც პასუხისმგებელია ხელისუფლება.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, გამოძიება არის დაწყებული შსს-ს მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამისთვის კომპეტენტური ორგანო არის შსს, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე. როგორი იყო მაგალითად, ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ.. ყველაფერთან დაკავშირებით ბუნებრივია პირველ რიგში, შსს-მ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება: ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება, შესაბამისი უწყების მიერ და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნა საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ბუნებრივია, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა სრულად იქნება ბუნებრივია უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე რა თქმა უნდა პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება”, - აცხადებს კობახიძე.