"ოცნება" გამოდგამს ხოლმე ჩიჩილაკის როლში მყოფ კობახიძეს და ალაპარაკებენ სისულელეებს - კუპრაძე
"ოცნება" გამოდგამს ხოლმე ჩიჩილაკის როლში მყოფ კობახიძეს და ალაპარაკებენ სისულელეებს - ამის შესახებ "ლელოს" წევრმა ირაკლი კობახიძემ "ტვ პირველის" პრიდაპირ ეთერში განაცხადა.
კუპრაძის თქმით, ყოველ ორშაბათს არაადეკვატური განცხადებების გაკეთება ირაკლი კობახიძის მოვალეობაა.
"ქართულ ოცნებას" ჩიჩილაკის როლში ჰყავს ირაკლი კობახიძე, რომელსაც ყოველ ორშაბათს დილით გამოდგამენ ბრიფინგზე, რომლის მოვალეობაა გააკეთოს, ყველაზე არაადეკვატური, ნაძირლური და სისულელე განცხადებები. ეს ხდება ყოველ ორშაბათს და ირაკლი კობახიძისთვის ამ დავალების შესრულება სავალდებულოა. ის დგას ტრიბუნასთან და სრულ სისულელეებს და სიგიჟეს ლაპარაკობს". - ამბობს კუპრაძე.
შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ სამი საათი ღვარცოფში გზას ვერავინ გაიკვლევდა და ვინც ამას ამბობს, იტყუება.