ირაკლი კობახიძის მონანიება - "ოცნების" თავმჯდომარემ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო
ირაკლი კობახიძის მონანიება. სამთავრობო პროპაგანდამ "ოცნების" ლიდერი ვერ გადაარჩინა, ამიტომ სინანულის გზას დაადგა. კობახიძემ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო. სიკვდილს სასწაულით გადარჩენილი ადამიანი, ვინც ჯერ დაამცირა და შეურაცხყოფა მიაყენა, დღეს ლამის გმირად გამოაცხადა. "ოცნების" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ ფოტო, რომელმაც მთელი სოციალური ქსელი და მედია ტრაგედიის პირველივე წუთებიდან მოიცვა, ფეიკი ეგონა და მანამდე თითქოს არსად უნახავს.
ირკვევა, რომ ოცნების თავმჯდომარესა და დავით ჯელაძეს შორის შეხვედრა შედგა. ოღონდ მას შემდეგ, რაც კობახიძემ ახალაგაზრდა მამაკაცის წინააღმდეგ იერში ჯერ თავად მიიტანა, შემდეგ კი პროპაგანდის მანქანა რამდენიმე დღის განმავლობაში ამუშავეს. "ოცნების" თავმჯდომარე სკანდალური განცხადების გაკეთებიდან დღეს შოვში პირველად ჩავიდა იმის სათქმელად, რომ ჩადენილს ნანობს.
ირაკლი კობახიძის განცხადებები სრულად - ნახეთ, სოფო ნიაურის ჩართვაში.