ამნისტიას მხარს არ დავუჭერ - გახარია

31.05.21 19:05
ამნისტიას მხარს არ დავუჭერ - გახარია

"მე ამნისტიას მხარს არ დავუჭერ" - ამის შესახებ გიორგი გახარიამ მედიასთან შეხვედრის დროს თქვა. გახარიას თქმით, ამნისტიით ქვეყანა დაზიანდა. 

ის, რომ შეთანხმების საგანი არის ამნისტია, არის კატეგორიულად მიუღებელი. მე ამნისტიას მხარს არ დავუჭერ, იმიტომ რომ ეს ამნისტია არ გვჭირდება. "ოცნებამ" მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის შტურმის ორგანიზატორები შეიძლება, გახდნენ ამნისტირებული და მათ სამუდამოდ იმუნიტეტი შესძინა, იმიტომ რომ პოლიტიკური მართლმსაჯულების ნაწილი გახდა ნიკა მელია, რომელიც მოუწოდებდა პირდაპირ პარლამენტის შტურმისკენ.

როგორ წარმოგიდგენიათ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულების აღსრულება, ადამიანების მიმართ, რომლებიც შტურმის ორგანზიატორები იყვნენ, ამ შტურმში მონაწილეობდნენ. დღეს თურმე იმ ადამიანებს, რომლებიც ორგანიზატორები იყვნენ, "ოცნებამ" ამნისტია აჩუქა", - თქვა გახარიამ. 

მსგავსი სიახლეები