ფაქტობრივად, დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, ხვალიდან ვიწყებთ მდინარეში - მღებრიშვილი

16.08.23 20:15
ფაქტობრივად, დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, ხვალიდან ვიწყებთ მდინარეში - მღებრიშვილი

ფაქტობრივად, დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა, ხვალიდან ვიწყებთ მდინარეში - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მრებრიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის რამდენიმე ადამიანის დნმ-ის პასუხს ელდოებიან, ასევე ორი ფრაგმენტის იდენტიფიცირებას, რომელიც პროზექტურაშია.

მღებრიშვილი ასევე გამოეხმაურა მაშველების ეკიპირებასაც და თქვა, რომ ფოტოები რომელიც რამდენიმე მედია-საშუალებით გავრცელდა, მოხალისეებს ეკუთვნოდა და არა ამშველებს.

სადაც გვაქვს ეჭვი, რომ შეილება ფრაგმენტი იყოს, ნიადაგი მყარია და ამ მიმართულებით დავიწყებთ სამძებრო სამუშაოებს. ფაქტიურად დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში მუშაობა და ხვალიდან აქტიურად ვიწყებთ მდინარეში.

დარჩენილი გვაქვს რამდენიმე ფრაგმენტი, სადაც მძიმე ტექნიკა ვერ შევიდა და ამასაც ხვალ შევუდგებით.

26 ცხედარია ამ დროისთვის ნანახი. 7 ადამიანია დაკარგული. დაგვრჩა დნმ-ის პასუხი რამდენიმე ადამიანის, ვვარაუდებთ რომ ამ დღეებში იქნება. ასევე პროზექტურაში ორი ფრაგმენტია ადამიანის და მათ იდენტიფიცირებასაც ველოდებით.

ასევე მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე მედია საშუალებაში გავრცელებულ ინფრომაცისა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ აღჭურვილობა, ეს იყო მოხალისეების ფოტოები, რაც გავრცელდა, მინდა მათ მადლობა გადავუხადე გაწული სამსახურისთვის. ის ფოტოსურათი კი იყო ფეიკი" - განაცხადა მღებრიშვილმა.