მიშა სარჯველაძეს არ ჰქონდა ინფორმაცია - კობახიძე თანაგუნდელს გადაეფარა

16.08.23 20:31
მიშა სარჯველაძეს არ ჰქონდა ინფორმაცია - კობახიძე თანაგუნდელს გადაეფარა

ირაკლი კობახიძე თანაგუნდელს გადაეფარა - "ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ მიხეილ სარჯველაძეს ინფრომაცია არ ჰქონდა და მასავით, ერთი ნანახი ფოტოთი იმსჯელა. 

იყო ჩემი განცხადება, მიშა სარჯველაძის განცხადებაც და შეიძლება სხვებისაც, ერთი ფოტოს აღქმა იყო... ბუნებრივია, მიშა სარჯველაძეს არ ჰქონდა ასეთი ინფორმაციის მიღების საშუალება, რაც მივიღე დღეს და ბუნებრივია, მისი დამოკიდებულებაც იქნება ანალოგიური". - ამბობს კობახიძე. 

თუ გადარჩა ადამიანი განაპირა მხარეს, ტალახის მასაზე რატომ უნდა გადასულიყო არ ვიცი - განაცხადა სარჯველაძემ რამდენიმე დღის წინ. 

ირაკლი კობახიძის მონანიება - "ოცნების" თავმჯდომარემ საკუთარი სიტყვები უკან წაიღო და თქვა, რომ დავით ჯელაძეს გული ატკინა.