"ოცნება" დუმბაძის სადარაჯოზე - მმართველმა გუნდმა მათთან დაახლოებული მწერლების მობილიზება დაიწყო
რამდენიმე დღიანი ფიქრის შემდეგ ქეთევან დუმბაძის დასაცავად "ოცნებამ" მათთან დაახლოებული მწერლების მობილიზება დაიწყო. ასპარეზზე გამოიყვანეს მთავრობის მეხოტბეები, რომლებმაც მწერალთა სახლის დირექტორის ქება დაიწყეს. ერთობლივ განცხადებას ხელს 95 ადამიანი აწერს. ყველა ამბობს. რომ დუმბაძე ამ პოსტზე ღირსეული კანდიდატურაა. ასე გასცა ოცნებამ პასუხი იმ ხელოვანებს, რომლებიც მწერალთა სახლის დირექტორად რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის დანიშვნას აპროტესტებენ.
დეტალები ნახეთ, მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.