კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა, დაიღუპა

17.08.23 09:43
კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა, დაიღუპა

ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა. დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.

თვითმხილველების ინფორმაციით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. 

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.