ეს ბრძანება არ ყოფილა, 20 ივნისს არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა - გახარია

31.05.21 19:18
ეს ბრძანება არ ყოფილა, 20 ივნისს არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა - გახარია

„ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, თუ იქ არ არის" - გიორგი გახარია ირწმუნება, რომ "გავრილოვის ღამეს" აქციის დაშლის ბრძანება არავის გაუცია. ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ექსპრემიერმა განაცხადა, რომ 20 ივნისს სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვის ბრძანება იყო გაცემული.

ეს ბრძანება არ ყოფილა. არანაირი უკანონო ბრძანება არ გაცემულა. სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების ფარგლებში მოხდა, ჩემი პასუხისმგებლობაა. გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ - არ მაქვს პრობლემა. 

ექსპრემიერმა 20 ივნისს დაზარალებულებს "უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლები" უწოდა.

მსგავსი სიახლეები