"სკუტერიდან გადმოვარდა და მეორემ დაარტყა" - რა მოხდა ბათუმში ზღვაზე

17.08.23 10:14
"სკუტერიდან გადმოვარდა და მეორემ დაარტყა" - რა მოხდა ბათუმში ზღვაზე

"სკუტერიდან გადმოვარდა და მეორემ დაარტყა,“ - ასე იხსენებს ერთ-ერთი თვითმხილველი ბათუმში, ზღვაზე მომხდარ ტრაგედიას.

ადგილობრივების ინფორმაციით, კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ჭრილობა თავის არეში ჰქონდა. ბათუმში დაიღუპა კაცი, რომელსაც ზღვაში სკუტერი დაეჯახა. დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.