თბილისში რკინიგზის ლიანდაგზე კლდის მასა ჩამოიშალა

17.08.23 10:56
თბილისში რკინიგზის ლიანდაგზე კლდის მასა ჩამოიშალა

თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა - ინციდენტი ქსნის ქუჩაზე რკინიგზის ლიანდაგზე მაშინ მოხდა, როდესაც თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი გადაადგილდებოდა. შემთხვევის გამო მატარებელი გაჩერდა - მგზავრების ნაწილმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

ქვათაცვენის გამო ახლა  პერიმეტრი გადაკეტილია. ადგილზე კი პოლიცია, სამაშველო სამსახური და გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.

ადგილობრივები კი შველას ითხოვენ - ამბობენ, რომ ქვათაცვენა ამ ადგილზე ხშირია - თუმცა, არაერთი მიმართვის მიუხედავად არც მერია და არც გამგეობა არ რეაგირებს.