"ცალი ლიანდაგია ჩაკეტილი" - რა ხდება თბილისში ქვათაცვენის ადგილზე

17.08.23 11:01
"ცალი ლიანდაგია ჩაკეტილი" - რა ხდება თბილისში ქვათაცვენის ადგილზე

თბილისში ლიანდაგზე კლდის მასა ჩამოიშალა - ქვათაცვენის გამო პერიმეტრი გადაკეტილია. ადგილზე პოლიცია, სამაშველო სამსახური და  გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. 

ბრიგადა გამოგვიძახეს, გამოვედით, რომელზე ჩამოიშალა, არ ვიცი,“ - ამბობს გზის გაწმენდით სამუშაოებში მონაწილე პირი.

გამთენიისას მოხდა და დანარჩენს პრესცენტრი გეტყვით. მოძრაობა გახსნილია, როდესაც ჩამოვიდა, ბუნებრივია, ჩაიკეტა. ჩაკეტილი არ ყოფილა, ცალი ლიანდაგია ჩაკეტილი, სადაც ჩამონაშალია, მაგრამ შემოვლითი გზა არსებობს და მოძრაობა შეფერხებული არ არის. ამ წუთას ორი ლიანდაგი არ სჭირდება, ერთ ლიანდაგზე იგივენაირად შეიძლება მოძრაობა, როგორც ორ ლიანდაგზე,“ - ამბობს გზების დეპარტამენტის თანამშრომელი.