გაბზარულია კედლები, ქვები რომ ცვივა - ქსნის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

17.08.23 11:06
გაბზარულია კედლები, ქვები რომ ცვივა - ქსნის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ

ქვათაცვენათ თბილისში რკინიგზის ლიანდაგზე - ქსნის ქუჩაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ქვათაცვენა ამ ადგილზე ხშირია, თუმცა არაერთი მიმართვის მიუხედავად არც მერია და არც გამგეობა არ რეაგირებს.

ამ სახლში ვცხოვრობ. წამოდი, რამხელა ქვები ყრია ცემი სახლის უკან, „ტაჩკით“ ვყრი ხოლმე აქეთ. ვინ მოგხედავს, ჩალით არის ეს ქვეყანა დახურული. იმდენი მიწა ყრია, მერე მეტყვიან გამგეობიდან - ეს მიწა რატომ ყრიაო, სად წავიღო ჩამოყრილი მიწა. კლდე რომ დაინგრეს და წამოვიდეს ჩემთან, მთელ სახლს ხომ დაანგრევს, რომ ნახო, გაბზარულია უკან მხარეს კედლები, ქვები რომ ცვივა,“ - ამბობს ადგილობრივი.

 

თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა - ინციდენტი ქსნის ქუჩაზე რკინიგზის ლიანდაგზე მაშინ მოხდა, როდესაც თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი გადაადგილდებოდა. შემთხვევის გამო მატარებელი გაჩერდა - მგზავრების ნაწილმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

ქვათაცვენის გამო ახლა  პერიმეტრი გადაკეტილია. ადგილზე კი პოლიცია, სამაშველო სამსახური და გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.