სტიქიის ეპიცენტრში, შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია შეწყდა

17.08.23 11:09
სტიქიის ეპიცენტრში, შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე სამძებრო ოპერაცია შეწყდა

ტრაგედიის ადგილას სამძებრო ოპერაცია შეწყვეტილია - სტიქიიდან მეთხუთმეტე დღეს მაშველებმა შოვის კოტეჯების ტერიტორიაზე, სადაც მიწის ქვეშ  ყველაზე მეტი ადამიანი მოყვა, მუშაობა დაასრულეს. 

ახლა დაკარგულებს ცოცხალი ძალა და სპეცტექნიკა მდინარე ჭანჭახში და რიონის კალაპოტში ეძებენ. ძებნის ოპერაცია 51 კილომეტრზე გრძელდება - მაშველები კიდევ 7 დაკარგულს ეძებენ. 

სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახისა და მდინარე რიონის კალაპოტში, მათ შორის სამუშაოები მძიმე ტექნიკის დახმარებით გრძელდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ადგილობრივი და სამხარეო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შევხვდებით მოსახლეობას. მნიშვნელოვანია მოსახლეობა ინფორმირებული იყოს, რამ გამოიწვია სტიქია. მათ ყველა კითხვაზე გაეცემა პასუხი," - ამბობს ონის მერი სერგი ხიდეშელი.

პარალელურად, დღეს შოვში გეოლოგებს და გარემოს დაცვის სააგენტოს თანამშრომლებს ელოდებიან - ადგილობრივებს სტიქიის გამომწევს მიზეზებთან და განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბევრი  კითხვა აქვთ.