მამაცაშვილი, ფარცხალაძე და ჩხარტიშვილი - გახარიას მტკიცებით, ის კორუფციულ რისკებს აკავებდა

31.05.21 19:39
მამაცაშვილი,  ფარცხალაძე და ჩხარტიშვილი - გახარიას მტკიცებით, ის კორუფციულ რისკებს აკავებდა

"მე სადაც მქონია შესაძლებლობა, იქ ეს კარები დამიკეტია" -  ასე უპასუხა გიორგი გახარიამ ჟურნალისტის კითხვას, ქვეყანაში გავლენიან პირებზე, უწყობდნენ თუ არა რომ ქვეყანაში კორუფციული რისკები გაჩენილიყო   უჩა მამაცაშვილი, ოთარ ფარცხალაძე და ვანო ჩხარტიშვილი. გახარიას თქმით, ის კორუფციულ რისკებს აკავებდა, თუმცა მეტი კონკრეტიკა არ გაუკეთებია. 

ეს ადამიანები, როგორც გარკვეული გავლენის მატარებელი ჯგუფები შეიძლება ძალა ჰქონდეთ, მე სადაც მქონია შესაძლებლობა, იქ ეს კარები დამიკეტია ყოველთვის. მაქედან რამდენიმესთვის დამიკეტავს", - თქვა გახარიამ.