ბოდიშის ნაცვლად ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე - ფარულავა

17.08.23 11:44
ბოდიშის ნაცვლად ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე - ფარულავა

"ბოდიშის ნაცვლად ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე," - ასე ეხმაურება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მხრიდან სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიმართ ბოდიშის მოხდას.

ფარულავას თქმით, ხელისუფლებაა სწორედ პასუხისმგებელი იმ ტრაგედიაზე, რაც შოვში დატრიალდა. 

საქართველოს მთავრობის დანაშაულებრივ უმოქმედობას კონკრეტული ადამიანები შეეწირნენ. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლებას პასუხისმგებლობა აეღო, ირაკლი კობახიძე თავს დაესხა იმ ადამიანებს, რომლებმაც კონკრეტული გმირობა ჩაიდინეს, გადაარჩინეს ადამიანები - ახლა ბოდიშებს იხდის ირაკლი კობახიძე, თუმცა, ბოდიშის ნაცვლად ხელისუფლებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე, ვინაიდან ეს არის მათი დანაშაული,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.