ეს მონანიება არის კაპიკის ფასი - სერგო ჩიხლაძე კობახიძის ბოდიშზე

17.08.23 11:50
ეს მონანიება არის კაპიკის ფასი - სერგო ჩიხლაძე კობახიძის ბოდიშზე

"ეს მონანიება არის კაპიკის ფასი," - ეს განცხადება "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ გააკეთა.

ჩიხლაძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან სტიქიას გადარჩენილი დავით ჯელაძის მიმართ ბოდიშის მოხდას ეხმაურება და ამბობს, რომ რამდენიმე დღეში მმართველი ძალა კვლავ ამ მესიჯბოქს დაუბრუნდება.

მათ ე.წ. მომხრეებშიც კი გამიწვია ნეგატიური განწყობა. იმ ათასობით ტროლ-ბოტსაც მოანანიებენ იმ ნაგვის ნიაღვარს, რომელიც მათ დაატრიალეს თუნდაც სოციალურ ქსელებში, ამიტომ, ეს მონანიება არის კაპიკის ფასი. მათი მომხრეებისთვისაც მგონი, ნათელი უნდა იყოს, რომ ეს არის ძალა, რომელიც არის მატყუარა. ხვალ, ზეგ ვნახავთ, რომ ისევ იგივე მესიჯზე გადაჯდებიან,“ - ამბობს სერგო ჩიხლაძე.