სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს
სისხლიანი ანგარიშსწორება თუშეთში - სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს, ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ის თბილისშია გადმოყვანილი. დანარჩენი ორი კი თელავის სხვადასხვა კლინიკაში მოათავსეს.
დაშავებულებს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული. არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.