გორში სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა
გორის ცენტრში ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტზე სამშენებლო კონსტრუქციიდან მუშა ჩამოვარდა.
დაშავებულ 37 წლის მამაკაცს პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, თუმცა, ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი იმყოფება.