ქვათაცვენა რკინიგზის ლიანდაგზე - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

17.08.23 12:15
ქვათაცვენა რკინიგზის ლიანდაგზე -  "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს

ქვათაცვენა თბილისში, რკინიგზის ლიანდაგზე - "საქართველოს რკინიგზა" განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ლიანდაგის გაწმენდა, რის შემდეგაც მოძრაობა სრულად აღდგება.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ", - აღნიშნულია "საქართველოს რკინიგზის" განცხადებაში.

თბილისში კლდის მასა ჩამოიშალა - ინციდენტი ქსნის ქუჩაზე რკინიგზის ლიანდაგზე მაშინ მოხდა, როდესაც თბილისი-ბათუმის ჩქაროსნული მატარებელი გადაადგილდებოდა. შემთხვევის გამო მატარებელი გაჩერდა - მგზავრების ნაწილმა კი ტერიტორია ავტომობილით დატოვა.

ქვათაცვენის გამო ახლა  პერიმეტრი გადაკეტილია. ადგილზე კი პოლიცია, სამაშველო სამსახური და გზების დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.