კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა - ბექა ოდიშარია
"კობახიძის სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს," - ეს განცხადება "ქართული ოცნების" წევრმა ბექა ოდიშარიამ გააკეთა.
დეპუტატი "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს იცავს და ამბობს, რომ იმ დროს, როცა კობახიძემ ეჭვი შეიტანა სტიქიას გადარჩენილების მარშრუტში, პარტიის თავმჯდომარეს არავის შეურაცხყოფა მიზნად არ ჰქონდა.
ირაკლი კობახიძე არის ერთ-ერთი, როგორც ძალიან მაღალი რანგის პოლიტიკოსი, ისე ძალიან გულწრფელი ადამიანი. მის ამ სინანულში ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს და მითუმეტეს მე არ მეპარება, იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ადამიანს. მაშინ, როდესაც მტრულად არის განწყობილი ოპოზიცია, მტრულად არის განწყობილი ოპოზიციური მედიასაშუალებები, როდესაც გაჩეჩებენ ხელში რაღაც სურათს, შეიძლება ადამიანმა დაუშვა რაღაც შეცდომა, რაზეც ვფიქრობ კობახიძემ ვაჟკაცურად და ღირსეულად ისაუბრა. მისკომუნიკაცია მოუვიდა კონკრეტულ ადამიანთა, ვფიქრობ, ადამიანებმა ერთმანეთს გაუგეს,“ - ამბობს ბექა ოდიშარია.