გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნები - ჩინური კომპანია სოფელ ფუთის მცხოვრებლებს კომპენსაციას არ უხდის
გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნები - სახელმწიფო არა ხალხის, არამედ კორუმპირებული ჩინური კომპანიის მხარეს. სოფელ ფუთის მოსახლეობა იმ დოკუმენტებს ასაჯაროებს, რომლითაც მშენებლობის მწარმოებელი კომპანია უმტკიცებს, რომ მათ საფრთხე არ ემუქრებათ.
ერთ-ერთი ადგილობრივი ამტკიცებს, რომ მისი სახლი სწორედ გვირაბის მშენებლობის დროს, აფეთქებების გამო დაინგრა. ამბობს, რომ არსებობს დასკვნაც, სადაც წერია, რომ სახლი ჩინური კომპანიის სამშენებლო სამუშაოების გამო დაინგრა, მათ კომპენსაციაც დააკისრეს, თუმცა, ჩინური კომპანია ანაზღაურებაზე უარს აცხადებს.
სახლი დამენგრა, ჩინურმა კომპანიამ დაიწყო მშენებლობა - გზის, კემპინგების, რომლის დროსაც სახლი ირყეოდა, ვაპროტესტებდი, ჩავდიოდი, ვყვიროდი, ვაჩერებდი სამუშაოებს, მიღებდნენ სურათებს, მაგრამ ყურადღებას არავინ გვაქცევდა. შემდეგ მოვიდა ექსპერტიზა, ჩაატარა კვლევა, გამოიკვლია, რომ ჩემი სახლი დახსნილია და დადო დასკვნა, რომ სავარაუდოდ, ჩინელების მუშაობამ დაანგრია სახლი. ფაქტია, რომ სახლი დანგრეულია, ვარ თვითმკვლელობამდე მისული. ახლა საგზაომ კომისიის გადაწყვეტილებით დაავალა საკომპენსაციო ღონისძიებების გატარება ჩინელებს, მაგრამ უარი მომივიდა დღეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.