სოფელი ფუთი საფრთხეშია - გენერალურ პროკურატურაში სარჩელი დარეგისტრირდება

17.08.23 13:34
სოფელი ფუთი საფრთხეშია - გენერალურ პროკურატურაში სარჩელი დარეგისტრირდება

დანგრეული სახლები და საფრთხის ქვეშ მყოფი სოფელი ფუთი - ადგილობრივები გენერალურ პროკურატურას მიმართავენ. სარჩელის შედგენაში სოფლის მოსახლეობას "ნაციონალური მოძრაობა" დაეხმარება.

ოპოზიცია მთავარ პასუხისმგებლობას ინფრასტრუქტურის მინისტრს ირაკლი ქარსელაძეს აკისრებს და ჩინურ კომპანიასთან ერთად მთავრობის წევრების პასუხისმგებლობის დადგენას ითხოვს.

გაიყვანეს გვირაბი და არის ნგრევის საფრთხე. დღეს ადამიანები არიან შეკრებილები და ითხოვენ გამოძიების დაწყებას ამ კორუფციაზე, გულგრილობაზე, დაუდევრობაზე. ვითხოვთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ დაიწყოს გამოძიება ირაკლი ქარსელაძის, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და ჩინური კომპანიების წინააღმდეგ, ჩვენ მოვამზადეთ სარჩელი,“ - ამბობს ლაშა ფარულავა.