მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ, იმიტომ, რომ არიან სინდისგარეცხილი ადამიანები - ვაშაძე

17.08.23 15:02
მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ, იმიტომ, რომ არიან სინდისგარეცხილი ადამიანები - ვაშაძე

"ორდღიანი შეტევა გადარჩენილ ადამიანებზე არ გაუვიდათ და დღეს უკან დაიხიეს," - ასე ხსნის "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი "ქართული ოცნების" ლიდერების მხრიდან სტიქიას გადარჩენილების მიმართ დაწყებულ მობოდიშების კამპანიას.

გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ მმართველმა გუნდმა ირონიული განცხადებები სტიქიას გადარჩენილების მისამართით მხოლოდ იმიტომ შეწყვიტეს, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა ვერ ნახეს.

ტკბილი ტონალობით საუბრობდა გადარჩენილ ადამიანებზე - იცით რატომ? იმიტომ, რომ ორდღიანი შეტევა გადარჩენილ ადამიანებზე არ გაუვიდათ და დღეს უკან დაიხიეს. მათ ცრემლებს ნუ დაიჯერებთ, იმიტომ, რომ ესენი არიან სინდისგარეცხილი ადამიანები, რომლებსაც იმ ადამიანების ტრაგედიაში ხელები აქვთ გასვრილი,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.