ძალაუფლების დაკარგვის შიშით იყო განპირობებული კობახიძის ბოდიში - გიგა ლემონჯავა

17.08.23 15:05
ძალაუფლების დაკარგვის შიშით იყო განპირობებული კობახიძის ბოდიში - გიგა ლემონჯავა

"ისინი რეაგირებენ ერთადერთ რამეზე - საზოგადოებრივ ბრაზზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ძალაუფლებას," - ასე აფასებს "დროას" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ლემონჯავა "ქართული ოცნების" ლიდერების უკან დახევას და სტიქიას გადარჩენილებისთვის ბოდიშის მოხდას.

ლემონჯავა ამბობს, რომ მმართველი პარტიის ინტერესში არ შედის ის, რომ გაირკვეს სიმართლე, რა მოხდა შოვში და სწორედ ამიტომ თვითმხილველებს, სტიქიას გადარჩენილებს დაესნენ თავს. 

გადარჩენილი ადამიანები არიან იმის დასტური და არგუმენტი, რომ სინამდვილეში, ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქ სამაშველო დახმარების მისვლის სისწრაფე. ამდენად, პირველ ეტაპზე, „ქართული ოცნების“ პროპაგანდამ ჩათვალა, რომ თავს უნდა დაესხას გადარჩენილ ადამიანებს, მაგრამ საზოგადოების სოლიდარობის მძაფრი რეაქციის გამო ვერ შეძლეს, რომ ბოლომდე მიეყვანათ ეს პროპაგანდა და მოუწიათ უკან დახევა. ისინი რეაგირებენ ერთადერთ რამეზე - საზოგადოებრივ ბრაზზე, რომელმაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ძალაუფლებას. ძალაუფლების დაკარგვის შიში არის ერთადერთი, რომლითაც იყო განპირობებული კობახიძის ბოდიში,“ - ამბობს გიგა ლემონჯავა.