ქოცობამაც კი ვეღარ დაიტია ეს ამორალურობა - კობერიძე ბოდიშების სერიაზე
"ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ ამ დღეების განმავლობაში მიხვდნენ, რომ ეს იყო ქოცობაშიც კი აუტანელი პროპაგანდა," - ასე აფასებს "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე.
კობერიძე ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის და "ქართული ოცნების" სხვა ლიდერების მხრიდან სტიქიას გადარჩენილების მიმართ ბოდიშის მოხდა უკავშირდება იმას, რომ მმართველ გუნდს პროპაგანდა ჩამოეშალა, მათ შორის საკუთარ ამომრჩეველში.
საკუთარი ამომრჩეველიც კი ვეღარ მიხვდა, რას ნიშნავდა ეს და ქოცობამაც კი ვეღარ დაიტია ეს ამორალურობა, როცა შენ გადაწყვიტე, რომ საკუთარი უსუსურობის დასაცავად ის, ვინც თავი გადაირჩინა, ის გაგეკრიტიკებინა და შეუძლებლობა დაგეხატა, რომ ვინმე შეიძლება ჩარევს გარეშე გადარჩენილიყო. მათი პროპაგანდა ჩაიშალა და სფიჩრაითერები მიხვდნენ, რომ სასწრაფოდ იყო საჭირო შეეცვალათ ნარატივი. ზოგადად, გულწრფელ გადაწყვეტილებას რამდენიმე დღე არ სჭირდება,“ - ამბობს ცოტნე კობერიძე.