კობახიძის ნაბიჯი იყო ღირსეული, კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი - ქადაგიშვილი
"ქართული ოცების" დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი, შოვში გადარჩენილ დავით ჯელაძესთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადებას ღირსეულ ნაბიჯს უწოდებს და ამბობს, რომ "ოცნების" თავმჯდომარემ ამით, კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არის ლიდერი.
ქადაგიშვილი ვერ ხვდება რატომ ჰგონია სხვებს, რომ მმართველი პარტიის მიზანი ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანების დაბულინგება და დაჩაგვრაა.
"თუ ვინმეს ამ პერიოდში რაიმე, გარკვეული, ასე ვთქვათ, წყენა, ან ასეთი სულიერი ტკივილი მიადგა, ამა თუ იმ უნებლიე განცხადების გამო, ხელისუფლების წარმომადგენელმა ამაზე თქვა, რომ ბოდიში, იმიტომ, რომ ხელისუფლება ამას აღიქვამს, როგორც თავისი ხალხის ტრაგედიას და არა სხვის ტრაგედიას, გამომდინარე აქედან, ირაკლი კობახიძის ნაბიჯიც, ეს იყო, პირველ რიგში, როგორც ერთი ადამიანის ღირსეული ნაბიჯი და როგორც პოლიტიკოსის, ნაბიჯი, რომელმაც კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რომ ის არის ლიდერი. ანუ, ადამიანს, რომელსაც ასეთი აზრი მოგდის, რომ ტრაგედიის შემდეგ ხელისუფლების მიზანი არის, რომ ამ ტრაგედიაში მოხვედრილი ადამიანები კიდევ დააბულინგოს და დაჩაგროს, მიზანი გამაგებინეთ, რა არის ამის მიზანი ". - ამბობს ქადაგიშვილი.
ირაკლი კობახიძემ გუშინ მოინანია და თქვა, რომ წუხს იმის გამო, რომ დათო ჯელაძეს გული ატკინა.