კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი - გახარია

31.05.21 20:05
კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი - გახარია

ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ, თუმცა, შესაძლოა, ჩვენი კანდიდატურა არ გვყავდეს და მხარი სხვას დავუჭიროთ - ამის შესახებ გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. პარტია ,,საქართველოსთვის" ლიდერი ამბობს, რომ კახი კალაძე ღირსეული მერია, თუმცა მას ჯერ საკუთარი კანდიდატურის დაყენების შესახებ არ გადაუწყვეტია.

რა თქმა უნდა, ამ არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ. კონკრეტულ პოზიციებზე ვის დავუჭერთ მხარს, ან ჩვენს კანდიდატურებს წარვადგენთ, ეს მომავლის თემაა. შესაძლოა, ჩვენი კანდიდატურა არ გვყავდეს და სხვა კანდიდატს დავუჭერთ მხარს. 

კახი კალაძე არის კარგი მერი და ღირსეული ადამიანი, თუმცა, ჯერ მას არ უთქვამს, დააყენებს თუ არა საკუთარ კანდიდატურას, ვის უფრო მეტი შანსი აქვს, კალაძეს, თუ მელიას, ამას მომავალი გვიჩვენებს. ჯერ არ გაგინდობთ, ჩემს ხმას ვის მივცემ.

კალაძე, მელია, იქნება მესამე კანდიდატიც, ეს ჩვენი პარტიიდან იქნება, თუ სხვა პარტიიდან, არ გაგიმხელთ. ჯერ არავისთან ვგეგმავ კოორდინაციას. ჯერ ჩვენი ორგანიზაციისთვის ბევრი გვაქვს სამუშაო. ეს იქნება აქტუალური 2, 2,5 თვის შემდეგ - განუცხადა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს.