ქართველ ხალხს სურს ევროპა, ეს მკაფიოდ გამოხატეს მარტშიც და The Killers-ის კონცერტზეც - ამერიკის ელჩი

17.08.23 17:30
ქართველ ხალხს სურს ევროპა, ეს მკაფიოდ გამოხატეს მარტშიც და The Killers-ის კონცერტზეც - ამერიკის ელჩი

"ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და წასვლას არსად ვაპირებთ," - ეს განცხადება ამერიკის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა.

კელი დეგნანი რუსული და პრორუსული დეზინფორმაციით ცდილობენ ორ ქვეყანას შორის პარტნიორულ ურთიერთობას ძირი გამოუთხარონ.

ხალხი მიეჩვია ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა მის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან... აქ ვართ, საქართველოსთან ერთად, 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის", - ამბობს ელჩი.

რაც შეეხება მის მიმართ გამოთქმულ კრიტიკას, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან ჟღერდება, ელჩი ამბობს, რომ მას ხალხის აზრი აინტერესებს. დეგნანის თქმით, საქართველოს მოსახლეობას არჩევანი დასავლეთსა და რუსეთს შორის გაკეთებული აქვს და ეს არაერთი აქტივობით დაამტკიცა, მათ შორის გუშინწინ The Killers-ის კონცერტზე.

პოლიტიკოსები ამბობენ, რაც უნდა თქვან - მაშინაც კი, როცა იციან, რომ ეს არ არის სიმართლე. მე ამას პირადულად არ აღვიქვამ. ყველაზე მნიშვნელოვანია, რას ამბობს საქართველოს ხალხი, რაც არის ძალიან მკაფიო. მათ სურთ ევროპა და ეს მკაფიოდ გამოხატეს არაერთხელ სხვადასხვა დროს, იქნებოდა ეს: 2020-ში, 2022-ში, მარტში, გემთან დაკავშირებით თუ იმ წუხანდელ [The Killers-ის] კონცერტზე. სრულიად ნათელია რა სურს საქართველოს ხალხს. ასევე ნათელია, რა არ სურს მას და ვფიქრობ, ადამიანებმა ესეც ბევრჯერ მკაფიოდ გამოხატეს...

ვთვლი, რომ ჩვენი საქმიანობა აქ სრულიად ნათელია. როგორც აღვნიშნე, საითაც უნდა გაიხედო ამ ქვეყანაში, დაინახავ მტკიცებულებას, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ სწორედ ამას აკეთებს საქართველოში, საქართველოსთან ერთად - როგორც საქართველოს მთავრობასთან, ისე ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ასეთივე შედეგიანი ურთიერთობა გვექნება მომავალ წლებშიც", - თქვა ელჩმა.