ბოდიში ვერ გააცოცხლებს დაღუპულ ადამიანებს - ნაცვლიშვილი კობახიძის მონანიებაზე

17.08.23 17:32
ბოდიში ვერ გააცოცხლებს დაღუპულ ადამიანებს - ნაცვლიშვილი კობახიძის მონანიებაზე

ბოდიში ვერ გააცოცხლებს დაღუპულ ადამიანებს - ასე აფასებს "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ირაკლი კობახიძის გუშინდელ მონანიებას.

ნაცვლიშვილის თქმით, დღის წესრიგში კვლავ დგას საკითხი, სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა, სად არიან პასუხისმგებლობის ამღები თანამდებობის პირები.

"ბოდიში ვერ გააცოცხლებს დაღუპულ ადამიანებს, რომლებსაც კრიტიკულ მომენტში სჭირდებოდათ სახელმწიფოს დროული და ეფექტური ყოფნა ადგილზე მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ბოდიში ასევე არ აზღვევს საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი ტრაგედიის საფრთხეებისგან. დღეს დღის წესრიგში კვლავ დგას საკითხი, სად არის პრევენციის სისტემა, სად არის მონიტორინგის სისტემა, სად არიან პასუხისმგებლობის ამღები თანამდებობის პირები, რომლებსაც ეყოფათ გამბედაობა თქვან, რამ გამოიწვია შოვში ასეთი მსხვერპლი". - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

ირაკლი კობახიძემ გუშინ მოინანია და თქვა, რომ წუხს იმის გამო, რომ დათო ჯელაძეს გული ატკინა.