3 ცხედრის იდენტიფიცირება დღის ბოლოს მოხდება - მღებრიშვილი

17.08.23 18:11
3 ცხედრის იდენტიფიცირება დღის ბოლოს მოხდება - მღებრიშვილი

სტიქია შოვში - 3 ცხედრის იდენტიფიცირება დღის ბოლომდე მოხდება. ამის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გაასაჯაროვა. 

ამ ეტაპზე 3 ცხედარია იდენტიფიცირების გარეშე, დღის ბოლოს ველოდებით დამატებით ინფორმაციას,“ - ამბობს მღებრიშვილი.

სტიქიის ზონაში გარდაცვლილთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა. მაშველებმა მდინარეში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ცხედარს ქუთაისში, ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. სტიქიის ზონაში 6 ცხედარს კიდევ ეძებენ.