ვიღაცამ დაურეკა, ერთი-ორი მოსცხო ერთ ადგილას და მეტი გზა აღარ დარჩა - ხუხაშვილს კობახიძის "მონანიების" არ სჯერა
გია ხუხაშვილს ირაკლი კობახიძის გულწრფელობის არ სჯერა.
მისი თქმით, "ოცნების" თავმჯდომარეს თავისი ნებით არ მოუნანიებია და ეს "ვიღაცის" იძულებით მოხდა.
ჩვენ არ გვაქვს იმის საფუძველი, რომ კობახიძის გულწრფელობა დავიჯეროთ. აქამდე მრავალი შემთხვევა ყოფილა, როცა ის ცილს სწამებს ადამიანს, თუ ამა თუ იმ ორგანიზაციას. ჩემთვისაც არაერთხელ დაუწამებია ცილი, ბუნებრივია მე მერე მტკიცებულებები მომიტანია, მაგრამ მას ბოდიში არ მოუხდია. მან ახლა ბოდიში მოიხადა არა იმიტომ, რომ მოინანია, არამედ იმიტომ, რომ მიხდა რომ აგებდა, მიხვდა, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა ეს უტიფრობა არ მიიღო. როგორც ჩანს, ეს არ მიიღო არც მათმა მხარდამჭერებმა, როგორც მერე ეტყობა ვიღაცამ დაურეკა, ერთი-ორი მოსცხო ერთ ადგილას, აქედან ის მოხვდა, იქიდან ის. ადგილობრივმა დეპუტატმა ეტყობა უთხრა, ამის ნათესავები ჩემი ძმაკაცები არიანო, როგორც ხდება რა, ბანალური, პროვინციული, ერთუჯრედიანი ისტორია განვითარდა და ამას მეტი გზა არ აღარ დარჩა".- განაცხადა ხუხაშვილმა "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.
ირაკლი კობახიძემ გუშინ მოინანია და თქვა, რომ წუხს იმის გამო, რომ დათო ჯელაძეს გული ატკინა.