შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს
რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებში გაცემული პასპორტებით მოქალაქეები შენგენის ვიზას ვერ აიღებენ. გადაწყვეტილება შვეიცარიის ხელისუფლებამ მიიღო. სანქციები ოკუპირებული საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებს ეხებათ.
„შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით-ვეღარ შეძლებენ ”, - წერია განცხადებაში.