მინდა გავაწბილო ოპოზიცია, დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ, რომ ხელისუფლების ბრალეულობას გამოკვეთენ - სარჯველაძე

18.08.23 12:30
მინდა გავაწბილო ოპოზიცია, დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ, რომ ხელისუფლების ბრალეულობას გამოკვეთენ - სარჯველაძე

"ქართული ოცნებას" რაჭის ტრაგედიაზე კითხვები არ აქვს, ამიტომ მმართველი პარტია პარლამენტში ვერც შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარების საჭიროებას ხედვას.

"ოცნება" ოპოზიციის მოთხოვნას ტრაგედიით მანიპულირებად აფასებს და ოპონენტებს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებენ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ოპოზიციას დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეს, რომ ხელისუფლების ბრალეულობას გამოკვეთენ, რადგან ეს არ არის ის ტრაგედია, რომელზეც ოპოზიციას შეუძლია ბევრი ხელისმოსათბობი ნახოს.

ოპოზიციას გადაწყვეტილი აქვს, რომ იმ ფონზე, როდესაც დეფიციტი აქვს სასაყვედურო საკითხებისა ხელისუფლებასთან მიმართებაში, ხელოვნურად უნდა ეძებოს საკითხები, რასთან დაკავშირებითაც შექმნის ხელოვნურად აჟიოტაჟებს. არის საკმაოდ ზოგადი და უფრო პიარზე აქცენტირებული საკითხები წამოჭრილი. საზოგადოება ისედაც ინფორმირებულია და თუკი რაიმე საკითხი არსებობს, რომელთან დაკავშირებითაც მეტი ინფორმაცია იქნება საჭირო, არც ამის პრობლემაა და არა მგონია, რომ ინტერპელაცია ერთადერთი გზა იყოს, რომლის მეშვეობითაც ამ საკითხებზე დისკუსია შეგვიძლია გავმართოთ. წინასწარი განწყობა აქვთ ჩამოყალიბებული, რომ აქედან გამოადნონ რამენაირად ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკული არგუმენტები, თუმცა მინდა გავაწბილო ოპოზიცია და ვუთხრა რომ მაინცდამაინც დიდი მოლოდინები არ უნდა ჰქონდეთ იმასთან დაკავშირებით, რომ გამოკვეთონ ხელისუფლების ან რომელიმე მისი თანამდებობის პირის ბრალეულობა ამ მიმართულებით. არ არის ეს ის ტრაგედია, რომელზეც შეუძლია ოპოზიციას მაინცდამაინც ბევრი ხელისმოსათბობი ნახოს", - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.