ქართული სოფლები რუსეთის მოქალაქეებისთვის - გაშიფრულია სქემა, როგორ იკანონებენ რუსები ქართულ მიწებს

18.08.23 13:02
ქართული სოფლები რუსეთის მოქალაქეებისთვის - გაშიფრულია სქემა, როგორ იკანონებენ რუსები ქართულ მიწებს

ქართული სოფლები რუსეთის მოქალაქეებისთვის - თბილისის და ბათუმის შემდეგ, საქართველოში ჩამოსული ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეების სამიზნე სოფლებში მიწის ნაკვეთების და სახლების ყიდვაა.

15 ათასი დოლარიდან 135 ათას დოლარამდე მერყეობს სახლების ფასი გურიასა და აჭარაში. რუსულენოვანი განცხადებები და რუსულენოვანი მაკლერები არსებობს სოფლებში სახლების რუსების მიყიდვის მთელი სქემა.

შუამავლები სოფელ-სოფელ დადიან, გასაყიდი სახლების შესახებ ინფორმაციას აგროვებენ და შემდეგ რუსეთის მოქალაქეებს ამ ქონების შეძენაში ეხმარებიან. რუსეთის მოქალაქეებმა აჭარაში უკვე შეიძინეს ათასობით კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი. 

არადა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის მიყიდვა კანონით აკრძალულია - თუმცა ირკვევა, რომ რუსებმა ახალი გზა იპოვეს, ჯერ მიწას სტატუსს უცვლიან შემდეგ კი იფორმებენ. 

სქემის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეები მიწებს ყიდულობენ შემდეგნაირად - ჯერ ცვლიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების სტატუს არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებად და ამის შემდეგ უპრობლემოდ, კანონის გვერდის ავლით ყიდულობენ.