ივანიშვილს ვუმზადებთ დიდ სიურპრიზს - მიხეილ სააკაშვილი
ივანიშვილს ვუმზადებთ დიდ სიურპრიზს, მისთვის უსიამოვნოს, ხალხისთვის სასარგებლოს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ეკა მიშველაძის "ხალხის პოლიტიკაში" ისაუბრა.
მისი თქმით, "სიურპრიზს" არ გაამხელს, თუმცა ეს საქართველოსთვის სასარგებლო იქნება. სააკაშვილი ამბობს, რომ პარლამენტში შესვლაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია, რომელსაც ისინი ივანიშვილს უპირისპირებე:
ეს არის იმ მრავალ ინსტრუმენტებს შორის, რომელსაც ჩვენ რომელსაც ივანიშვილს ოქტომბრის რეფერენდუმის წინ ვუპირისპირდებით. ეს (პარლამენტში შესვლა) არ არის მთავარი ინსტრუმენტიც კი. მთავარი ინსტრუმენტი არის დაპირისპირება ყველგან - ქალაქში, სოფელში, სამუშაო ადგილებზე, სოც. ქსელებში. არ მომწონს სიტყვა დაპირისპირება, თუმცა ვგულისხმობ უსამართლობასთან დაპირისპირებას",- განაცხადა სააკაშვილმა.