თუ "ოცნება" საგამოძიებო კომისიის შექმნას ჩააგდებს, პასუხისმგებელი იქნება მათ წინაშე, ვინც სტიქიას ემსხვერპლა - გოცირიძე
პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის თქმით, თუ "ოცნება" პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს ჩააგდებს, პასუხისმგებელი იქნება იმ ხალხის და მათი ოჯახებსი წინაშე, ვინც სტიქიას ემსხვერპლა.
გოცირიძის თქმით, წარმოუდგენელია, რომ ვერეს უბედურების შემდეგ, დღემდე, ერთ ვერტმფრენზეა საუბარი.
"გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს - პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა!.
ფაქტობრივად არღვევენ კონსტიტუციას, ვინაიდან არ ცხადდებიან პარლამენტში, აქ რომ სხედან ეს არ ნიშნავს, რომ პარლამენტში არ არიან, როცა ღილაკს არ აჭერენ, ამით კიდევ ერთხელ ავლენენ იმას, რომ იქ სადაც მათ არ უნდა კომისიის შექმნა, პირდაპირ იკვეთება მათი დანაშაული. შოვთან დაკავშირებით არის მათი პასუხისმგებლობა ყველანაირი, ყველამხრივი. ვერეს უბედურების შემდეგ თუ დღემდე იქნებოდა საუბარი ერთ ვერტმფრენზე, ეს არის წარმოუდგენელი, როდესაც ასეულ მილიონობით ფულს ხარჯავენ მივლინებებში, წარმომადგენლობით ხარჯებზე, რესტორნებში", - ამბობს რომან გოცირიძე.