ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტში - დაზიანდა 4 მანქანა, არიან დაშავებულები
ხობის მუნიციპალიტეტში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირი დაშავდა. სოფელ ხამისკურში მცხოვრებლების თქმით, მაღალი სიჩქარით მოძრავი დისტრიბუციის მანქანა სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. დაზიანებულია ასევე, ორი მსუბუქი ავტომანქანაც.
არსებული ინფორმაციით, დაშავებული მიკროავტობუსში მყოფი მგზავრები არიან. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.