თვის ბოლოს საკრებულოს სხდომაზე გამოდის ყველა კატასტროფული პროექტი, ყველაზე მძიმე სხდომა იქნება - ბუაძე
რა ბედი ელის ფიზკულტურის ინსტიტუტის შენობას? რა ჩაანაცვლებს თბილისის ვაგონშემკეთებელ ქარხანას? - ამ პროექტების ბედი თვის ბოლოს, 25 აგვისტოს თბილისის საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა.
"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის საბა ბუაძის ინფორმაციით, სწორედ აგვისტოში გეგმავს მმართველი გუნდი ამ პროექტების დამტკიცებას, რის შემდეგაც თბილისს ახალი ცათამბჯენები დაემატება.
თვის ბოლოს დაგეგმილია საკრებულოს სხდომა, სადაც გამოდის ყველა კატასტროფული პროექტი. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სხდომა, რომელიც გამართულა საკრებულოში. ყველა პროექტი დაწყებული ფიზკულტურის ინსტიტუტიდან გაგრძელებული ვაგონშემკეთებელი ქარხნით, გაგრძელებული უამრავი სხვა პროექტით - თვალჭრელიძის ქუჩაზე.
ეს ყველა პროექტი ახლა შემოდის, როცა საზოგადოების ყურადღება მოდუნებულია ან გადატანილი მთლიანად ტრაგედიით გამოწვეულ მოვლენებზე. ახლა გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი შემოაგდონ, საზოგადოებას რომ გამოაპარონ ის კატასტროფული პროექტები, რაც ქალაქის საზიანოდ ხორციელდება.
რამდენიმე მილიონი კვადრატული მეტრის აშენების უფლებას იძლევა საკრებულო და მერია, მხოლოდ და მხოლოდ, მომავალი სხდომით,“ - ამბობს საბა ბუაძე.