რუსეთის მოქალაქეებმა, მაგალითად, ხვალ რომ პოლიტიკური განაცხადი გააკეთონ ქვეყნის არეულობაზე? - დავითაია

18.08.23 14:41
რუსეთის მოქალაქეებმა, მაგალითად, ხვალ რომ პოლიტიკური განაცხადი გააკეთონ ქვეყნის არეულობაზე? - დავითაია

"ქვეყნის უსაფრთხოებას მომავალში შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს", - ასე აფასებს "ევროპელი დემოკრატების" თავმჯდომარე პაატა დავითაია რუსეთის მოქალაქეების მხრიდან ბინების და კომერციული ფართების შემდეგ მიწის ნაკვეთების კანონის გვერდის ავლით შესყიდვას. 

პაატა დავითაია იხსენებს აგვისტოს ომამდე პერიოდს, როდესაც რუსეთში, უშიშროების საბჭო განიხილავდა რამდენიმე სცენარს საქართველოზე ზეწოლის მოსახდენად - ერთი იყო ეკონომიკური ექსპანსია და მეორე სამხედრო აგრესია. 

თითქოს ახლა არაფერი არ ჩანს, თითქოს ვიღაც მიწის ნაკვეთს ყიდულობს, მაგრამ მომავალში ეს სერიოზულად დაარტყამს ქვეყნის უსაფრთხოებას და რატომ? 2008 წელს, სანამ საბრძოლო მოქმედებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან, 2006-ში იყო რუსეთის   უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც განიხილებოდა ორი გეგმა საქართველოზე ზეწოლის, რომ საქართველო არ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არ წაიწიოს ნატო-სკენ, პირველი იყო სამხედრო გზა და მეორე იყო ეკონომიკური ექსპანსია, რაც ახლა ხორციელდება. მაში გადაწყვეტილება მიღებული იყო, რომ სამხედრო გზით შეიძლება განხორციელებულიყო და ეს მოხდა, დღეს ჩვენ ვხედავთ ყველაზე რთულ, ცუდ ვარიანტს მოქმედების, სამხედრო გზამ აჩვენა, რომ მათ ვერაფერი ქნეს და საქართველოს მოსახლეობამ დაიცვა თავის ტერიტორიები, ახლა დაიწყეს ეკონომიკური გზით მუშაობა", - ამბობს დავითაია.

დავითაიასთვის საფრთხის შემცველია ის სტატისტიკა, რაც რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოდინებას, ქვეყანაში დარჩენას და მათ მიერ ბიზნესის წარმოებას თუ ბინების შესყიდვას უკავშირდება. 

საქართველოს კანონმდებლობა იძლევა მაგის საშუალება, რომ ქართველი თუ არის მესაკუთრე და მიმართავს საჯარო რეესტრს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის გადაყვანას ჩვეულებრივ მიწის ნაკვეთად, მას შემდეგ ეს ნაკვეთი უკვე შეიძლება იყიდოს უცხოელმა.

დღეს, როდესაც ფულის მასა რუსეთიდან დიდი რაოდენობით მიდის და მოსახლეობას არ სურს რკინის ფარდის მიღმა ცხოვრება, რეალურად რუსეთი რკინის ფარდის ქვეშ ექცევა და მათ ნახეს დღეს საქართველო, სადაც შეიძლება არ იყვნენ შუა ევროპაში, მაგრამ იყვნენ ევროპასთან ახლოს. ამიტომ, მათ დაიწყეს ფულის შემოდინება, ჯერ დაიწყეს ბინებით, ბინებიდან გადავიდნენ მიწის ნაკვეთებზე, იგივე კომერციულ ფართებს ქირაობენ და თავის მომხმარებელზე ამუშავებენ, მეიჯარეებს უხდიან თანხას, მაგრამ ქმნიან პატარ-პატარა ანკლავებს. რატომ ჩანს ეს კარგად? - ქართველებმა საქართველო დატოვა, 300 ათასი რუსი დარჩა დღეს საქართველოს ტერიტორიაზე, ის იდგამს ფეხ, 300 ათასი არის ჩვენი მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტი," - ამბობს დავითაია.

პაატა დავითაია განმარტავს, რა საშიშრობის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა, თუ რუსეთის მოქალაქეები გარკვეული პერიოდის შემდეგ საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს ღიად დააფიქსირებენ.

ახლა დგება საკითხი, ამ 300 ათასმა ადამიანმა, რომელმაც ბინები იყიდა, ბიზნესები ააწყო, ხვალ რომ პოლიტიკური განაცხადი გააკეთონ რამეზე, ქვეყნის არეულობაზე? წარმოიდგინეთ, 300 ათასიდან 50 ათასი გამოვიდა ქუჩაში, რუსთაველზე, მოთხოვნები წამოვიდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან და ამას დაუჭირა მხარი, ჩვენ ხომ არ ვიცით, ჩვენ ეს გავიარეთ 1921-ში, როდესაც მივიღეთ დევნილები, მილიონამდე რუსი შემოვიდა, ის, ვინც დარჩა 400 ათასი ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო მერე რუსეთის ფედერაციის ჯარების შემოყვანა, ეს გავიარეთ. ამ მომენტებს ვხედავ ახლა და ამისთვის საჭიროა კანონმდებლობის გამკაცრება,“ - ამბობს პაატა დავითაია.