მუნიციპალური პარკინგი ვერეს ხეობაში - თბილისის მერია "პირველებს" გეოლოგიურ დასკვნას უმალავს

18.08.23 15:05
მუნიციპალური პარკინგი ვერეს ხეობაში - თბილისის მერია "პირველებს" გეოლოგიურ დასკვნას უმალავს

მშენებლობა სტიქიის ეპიცენტრში ნებართვის გარეშე - ამ დრომდე "პირველები" თბილისის მერიას სთხოვს გეოლოგიურ დასკვნას, რომელიც წესით მერიას ვერეს ხეობაში მუნიციპალური პარკინგის მშენებლობამდე უნდა მოემზადებინა, თუმცა დოკუმენტი არსად ჩანს.

არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ კლდის პირას და დატბორვის არეალში მანქანების საჯარიმო სადგომი სავალდებულო ნებართვების გარეშე ააშენეს. ეს ობიექტი კი ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს, საიდანაც დღეს ქვის ლოდები ჩამოცვივდა.

არის თუ არა გარანტია, რომ იქ, სადაც თბილისში უნებართვოდ გაჩერებული მანქანები ევაკუატორებით გადაჰყვათ ასევე არ ჩამოიშლება კლდის მასა? - თბილისის მერიის მაღალჩინოსანი ამ კითხვას ვერ პასუხობს.

მთელი თბილისის ბადეში ჩასმას არ ვაპირებთ. საპარკინგე სივრცესთან დაკავშირებით არ ვიცი არსებობს თუ არა გეოლოგიური დასკვნა,“ - ეს განცხადება თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბუთიძემ.

დახურულ ზონაში კი მშენებლობას პირველი საშიში შედეგები უკვე მოჰყვა - თბილისის მთავარ საავტომობილო გზაზე კლდის მასა ყოველდღიურად იშლება. დიდი ზომის ლოდები კი პირდაპირ საავტომობილო გზაზე ცვივა. ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები აამოქმედეს.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილზე ჩვენ შევაკეთეთ ეს ბადე, რომელსაც მთლიანობა დარღვეული ჰქონდა, უკვე იმდენ ადგილზეა დარღვეული, რომ სჯობია ახალი ბადის მოწყობა. ის, რომ რატომ აქამდე ეს კონკრეტული ლოკაცია არ დავიწყეთ, ძნელი სათქმელია, სხვაგან ვმუშაობდით. როგორც მოგვეცა საშუალება და რესურსი გამოგვიჩნდა, მაშინ მოვედით და ვაკეთებთ,“ - ამბობს გიორგი აბუთიძე.