"სხვაგან ვმუშაობდით" - პარალიზებული თბილისის ცენტრი და მერიის მაღალჩინოსნის აღიარება

18.08.23 15:09
"სხვაგან ვმუშაობდით" - პარალიზებული თბილისის ცენტრი და მერიის მაღალჩინოსნის აღიარება

"მთელი თბილისის ბადეში ჩასმას არ ვაპირებთ" - ასე პასუხობს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე „პირველების“ კითხვას, პრევენციის მიზნით, რატომ არ მოხდა კლდის შემოსაზღვრა დამცავი ბადეებით.

თბილისის მთავარ საავტომობილო გზაზე კლდის მასა ყოველდღიურად იშლება. დიდი ზომის ლოდები კი პირდაპირ საავტომობილო გზაზე ცვივა. ვითარება იმდენად საგანგაშოა, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები აამოქმედეს.

თბილისის მერიაში აღიარებენ, რომ სხვა პრიორიტეტები აქვთ და ამიტომ არ მოხდა გზის ამ მოკვეთის მოწესრიგება.

მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ადგილზე ჩვენ შევაკეთეთ ეს ბადე, რომელსაც მთლიანობა დარღვეული ჰქონდა, უკვე იმდენ ადგილზეა დარღვეული, რომ სჯობია ახალი ბადის მოწყობა. ის, რომ რატომ აქამდე ეს კონკრეტული ლოკაცია არ დავიწყეთ, ძნელი სათქმელია, სხვაგან ვმუშაობდით. როგორც მოგვეცა საშუალება და რესურსი გამოგვიჩნდა, მაშინ მოვედით და ვაკეთებთ,“ - ამბობს გიორგი აბუთიძე.