როდესაც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, რა პარალელურ გამოძიებას იწყებ? - ქადაგიშვილი
როდესაც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, რა პარალელურ გამოძიებას იწყებ? - ასე ეხმაურება "ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას.
ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია თითქოს ელოდებოდა, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში და ცხელი პოლიტიკური თემის ხელოვნურად აწევას ცდილობს.
"როდესაც ჯერ გამოძიება მიმდინარეობს, შენ რა პარალელურ გამოძიებას იწყებ, ესეც ნონსენსი არის, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შენ კი არ ელოდები რაიმე ობიექტურ შედეგებს, შენ გინდა, რომ ცხელი პოლიტიკური თემა აი ასე ხელოვნურად აცოცხლო. ოპოზიცია, რომელიც არის ბუნებრივად ზოგადად ძალიან მძიმე მდგომარეობაში, თავისი გაუაზრებელი და მავნე პოლიტიკური გზავნილებიდან და გზიდან გამომდინარე, თითქოს ელოდებოდა დიდის გულმოდგინებით, რომ რაიმე უბედურება მომხდარიყო ქვეყანაში", - ირაკლი ქადაგიშვილი.