მამამ გაგუდა,ხელში აიყანა და აჯანჯღარებდა - კახეთში გარდაცვლილი ბავშვის დედა
კახეთში გარდაცვლილი 8 თვის ბავშვის დედა ბავშვის მკვლელობაში მეუღლეს ადანაშაულებს. მისი თქმით, მამამ ბავშვზე იძალადა. ბავშვის დედა ასევე ყვება, რომ შველას ითხოვდა, თუმცა მეზობლებმა რეაგირება არ მოახდინეს. ამის შემდეგ სასწრაფო დახმარება თავად გამოიძახა, თუმცა ბავშვი კლინიკაში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
ხელიდან რომ გამომგლიჯა ხელი მოუხვდა, გაგუდა, ხელში აიყვანა და აჯანჯღარებდა რაც ძალი ჰქონდა, მე განწირული ვყვიროდი ხალხო მიშველეთთქო, არავინ არ მიშველა დილას ყველამ მე გადამიარა, ვითომ ბავშვი მე მოვკალი, მე ხო გაგაფრთხილე გაცილებულიყავიო.მიყვარდა და მეთქი გამოსწორდება აღარ დალევსთქო - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა.
ადგილობრივები ადასტურებენ, რომ ცოლ-ქმარს კონფლიქტი ხშირად ჰქონდა, რის გამოც მათ სახლთან პოლიციაც ხშირად იყო მობილიზებული. ფაქტზე დაკავებულია გარდაცვლილი ბავშვის მამა.