"წელავენ გამოძიებას, პასუხისგებაში არ აძლევენ იმ ადამიანებს, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი" - ბოკუჩავა

18.08.23 15:36
"წელავენ გამოძიებას, პასუხისგებაში არ აძლევენ იმ ადამიანებს, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი" - ბოკუჩავა

ფრაქცია ენმ-ს თავმჯდომარე ამბობს, რომ "ოცნება" ყველანარიად ცდილობს, რომ შოვის ტრაგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელი შეუშალოს.

ბოკუჩავას თქმით, გამოძიებას წელავენ, რათა პასუხისგებაში არ მისცენ ის ადამიანები, რომელთაც დანაშაული აქვთ ჩადენილი.

მისივე განცხადებით, გააგრძელებენ მუშაობას, რომ კომისია შეიქმნას და დამნაშავეები გამოვლინდნენ.

ხედავთ, რომ ისინი რეალურად ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ხელი შეუშალონ საგამოძიებო კომისიის შექმნას, ყოველ შემთხვევაში მათი პოლიტიკური განცხადებები ამაზე მიუთითებს. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ კომისია შეიქმნას იმისთვის, რომ სიმართლე დადგინდეს და იმისთვის, რომ დამნაშავეები გამოვიდნენ იმიტომ, რომ დანაშაულს ჰყავს დამნაშავე. უსასრულოდ წელავენ გამოძიებას, მაგრამ რეალურად პასუხისგებაში არ აძლევენ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ დანაშაული ჩადენილი", - ამბობს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე, თინათინ ბოკუჩავა.