გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს სააკაშვილის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა - ლექსმანი
"ყოფილ პრეზიდენტს, სააკაშვილს უნდა მიეცეს საშუალება, საჭირო სამედიცინო მკურნალობა საზღვარგარეთ გაიაროს", - ეს განცხადება ევროპარლამენტარმა, მირიამ ლექსმანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
ლექსმანი სრულად იზიარებს ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას მიმართვას, რომელმაც გუშინ გაავრცელა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით განცხადება.
კატეგორიულად ვეთანხმები ჩემს მეგობარსა და კოლეგას, ანნა ფოტიგას. ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ გაიაროს საჭირო სამედიცინო მკურნალობა. არავითარი გამართლება არ აქვს ხელისუფლებას, რომ გააგრძელოს მისი სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა," - წერს ლექსმანი.