სტიქიის დროს დაღუპული სოფო ბაკურიძის შვილისთვის ბინის თანხა შეგროვდა

18.08.23 16:24
სტიქიის დროს დაღუპული სოფო ბაკურიძის შვილისთვის ბინის თანხა შეგროვდა

სტიქიის დროს დაღუპული სოფო ბაკურაძის შვილს საქველმოქმედო კამპანიის შედეგად ბინას უყიდიან. საკმარისი თანხა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე შეაგროვა.

სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია „რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურს ცენტრის“ ხელმძღვანელი "რადიო თავისუფლებასთან" ამბობს, რომ ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება.

უკვე შევარჩიეთ სტუდიო ბინა დიდ დიღომში. გარემონტებული ბინაა. რომ გაიგეს, რისთვის გვინდოდა, კომპანიის წარმომადგენელი დაგვპირდა, ჩვენ მოგიწყობთო. ეს ბინა სოფოს დედის სახელზე გაფორმდება,“ — ამბობს ნანა სოხაძე.

შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ის რამდენიმე დღის წინ დაკრძალეს.