ნიჟნი ნოვგოროდში FSB-ის შენობასთან უკრაინის დროშა აღმართეს
რუსეთის ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში უშიშროების ფედერალური სამსახურის შენობის მახლობლად უკრაინის დროშა დაკიდეს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, დროშა ელექტროგადამცემი ხაზებიდან დაკიდეს და მოგვიანებით, ადგილობრივმა სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ჩამოხსნეს.