უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვა - გოცორიძე
"უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვა," - ასე ეხმაურება "ევროოპტიმისტების" წევრი რომან გოცირიძე რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვის გამარტივებას.
რომან გოცირიძის თქმით, მორატორიუმი, დაახლოებით, წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა გამოცხადდეს.
დაიარებიან სოფელ-სოფელ და გურიაში, აჭარაში ზღვიდან 10-15 კმ მოშორებით ყიდულობენ სახლებს, თუ რომელიმე მიწა მოეწონათ და აკრძალულია მისი გაყიდვა, ხდება კორუფციით მისი ტრანსფორმაცია არასასოფლო-სამეურნეო მიწად. უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი, დაახლოებით, წელიწად ნახევრის განმავლობაში, აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებისთვის მიწების მიყიდვა,“ - ამბობს რომან გოცირიძე.